საერთო გლობალური ჩატი

ქართველი RDR2 და RedM მოთამაშეების ცოცხალი საზოგადოება. ესაუბრე, იპოვე თანამოაზრეები და გააზიარე სიახლეები პირდაპირ ეთერში.

GAMESEVEN • LIVE CHAT
მოგესალმებით GAMESEVEN-ის საერთო ჩატში! აქ შეგიძლიათ პირდაპირ ესაუბროთ ქართველ მოთამაშეებს, დასვათ კითხვები და გაიცნოთ ახალი მეგობრები ველურ დასავლეთში.

საერთო ჩატისა და საზოგადოების წესები

GAMESEVEN-ის გლობალური ჩატი შექმნილია ქართველი RDR2 და RedM მოთამაშეების მეგობრული კომუნიკაციისთვის. პლატფორმაზე სასიამოვნო გარემოს შესანარჩუნებლად ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი წესები:

  • ურთიერთპატივისცემა: კატეგორიულად იკრძალება შეურაცხყოფა, ბულინგი, სიძულვილის ენა და პროვოკაციული მიმართვები სხვა მოთამაშეების ან სტრიმერების მიმართ.
  • სპამისა და ფლუდის აკრძალვა: ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავე შეტყობინებას მრავალჯერ და ნუ განათავსებთ უნებართვო სარეკლამო ბმულებს.
  • უსაფრთხოება: არ გაუზიაროთ სხვებს თქვენი პაროლები, Steam/Rockstar ანგარიშის მონაცემები ან საეჭვო ფაილები.
  • მეტა-ინფორმაციის დაცვა: მოერიდეთ მიმდინარე RP სიტუაციების (სტრიმ-სნაიპინგის ან დახურული სცენარების) საჯარო გამჟღავნებას, რათა არ დაირღვეს თამაშის სამართლიანი პროცესი.

RolePlay ტერმინები

ახალი მოთამაშე ხართ? IC, OOC, მეტაგეიმინგი, Fear RP, RDM და სხვა ტერმინები მაგალითებით ახსნილია ჩვენს RolePlay-ის წესების გზამკვლევში.